суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის დასაწყისში პროექის პრეზენტაციაში ჩავსვით "ვმვ". გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, პროექტი ავტვირთე ბლოგზე. 

четверг, 14 апреля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის მასალა, განვიხილეთ პროექტის გეგმა და გეგმის შაბლონი. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ხარაჩო. საქაღალდეში დამხმარე ჩავდეთ მოსწავლეთათვის დიფერენცირებული ნამუშევრები. ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. კიდევ ერთხელ განვიხილეთ მეცხრე დღის გეგმა, გავიხსენეთ თუ რა უნდა გვქონდეს მზად პრეზენტაციისთვის. 

вторник, 12 апреля 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვნახე მოსწავლის სავარუდო ნამუშევრები, გავაკეთეთ რამოდენი შეფასების რამდენიმე, როგორც მოსწავლეთა ასევე მასწავლებლის. ბოლოს გავიარეთ ჩვენი პროექტის მთლიანი გეგმა. 

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ გუშინდელი დღის მასალები, ბლოგზე მუშაობა. დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი, შევქმენით ერთ-ერთი ჯგუფის ნამუშევარი, გავაკეთე (მოსწავლის ნაცვლად) პრეზენტაცია power-point-ში და ასევე ელექტრონული გაზეთი შიო მღვიმელის შესახებ. 

суббота, 2 апреля 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის დასაწყისში ჩამოვწერეთ პროექტის აქტივობები, შემდეგ დავწყვილდით და მეწყვილეს გავუზიარეთ ჩვენი პროექტის აქტივობები, მოვისმინეთ მათი აზრი ჩვენი პროექტის შესახებ. ამის შემდეგ ბლოგზე შევქმენით გვერდები, ავსახეთ ისინი ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ სურათის ჩასმა და წაშლა გვერდზე. ვისწავლეთ ბლოგზე ფონების შეცვლა.

воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის განვლილი მასალა, განვსაზღვრეთ მიზნები, დავუბრუნდით საკვანძო შეკითხვებს. გავიარეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასების სტრატეგიები, გამოვიყენეთ ვ-მ-ვ. ვიმუშავეთ გეგმის პრეზენტაციის შაბლონში. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა მარეხს. :)

суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე

მოვისმინე მეორე მოდული, რომლის ფარგლებში ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, ბლუმი ტაქსონომიის მიხედვით დავწერე პროექტის მიზნები. დავიწყე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების ჩამოყალიბება. მაქვს შეკითხვები ჩემი პროექტის მიზნების, ესგ შედეგების და შეკითხვების დასმასთან დაკავშირებით. 

воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველი დღის მასალების გამეორებით, გადავავლეთ თვალი შექმნილ საქაღალდეებს. შევქმენით პუბლიკაციის ჩეკლისტი და პუბლიკაცია. აგრეთვე შევქმენით ბლოგი: "ინტელის სასწავლო კურსი: პროექტებით სწავლება". დღის ბოლოს შევაჯამეთ მიღებული ინფორმაცია. 

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სასწავლო კურსის შინაარსსა და მიზნებს, ასევე მისაღწევ შედეგებს. ვნახეთ უკვე შექმნილი პროექტები. შევქმენით პროექტისათვის საჭირო საქაღალდეები. გამიჩნდა ბევრი შეკითხვა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგზე უმეტეს შეკითხვაზე მივიღებ პასუხს. :)