воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის განვლილი მასალა, განვსაზღვრეთ მიზნები, დავუბრუნდით საკვანძო შეკითხვებს. გავიარეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასების სტრატეგიები, გამოვიყენეთ ვ-მ-ვ. ვიმუშავეთ გეგმის პრეზენტაციის შაბლონში. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა მარეხს. :)

суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე

მოვისმინე მეორე მოდული, რომლის ფარგლებში ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, ბლუმი ტაქსონომიის მიხედვით დავწერე პროექტის მიზნები. დავიწყე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების ჩამოყალიბება. მაქვს შეკითხვები ჩემი პროექტის მიზნების, ესგ შედეგების და შეკითხვების დასმასთან დაკავშირებით. 

воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პირველი დღის მასალების გამეორებით, გადავავლეთ თვალი შექმნილ საქაღალდეებს. შევქმენით პუბლიკაციის ჩეკლისტი და პუბლიკაცია. აგრეთვე შევქმენით ბლოგი: "ინტელის სასწავლო კურსი: პროექტებით სწავლება". დღის ბოლოს შევაჯამეთ მიღებული ინფორმაცია. 

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სასწავლო კურსის შინაარსსა და მიზნებს, ასევე მისაღწევ შედეგებს. ვნახეთ უკვე შექმნილი პროექტები. შევქმენით პროექტისათვის საჭირო საქაღალდეები. გამიჩნდა ბევრი შეკითხვა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგზე უმეტეს შეკითხვაზე მივიღებ პასუხს. :)